„რომელ მიმართულებას ირჩევთ - დასავლეთის გზას თუ რუსულ გზას“ - პავილიონისის შეკითხვა „ოცნებას“

სულ ნახვები : 82
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ, მინდა, ვკითხო საქართველოს მთავრობას, რომელ მიმართულებას ირჩევენ,“ - ასე მიმართა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისმა „ქართულ ოცნებას“ დღეს, 29 ივლისს, მმართველი გუნდის მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე საუბრისას.

„ველოდებით შარლ მიშელის რეაქციას, ყველა ვიზიარებთ ამ იმედგაცრუებას. ქვეყნის შიგნით განსახვავებული ჯგუფების გაერთიანება, საქართველოს ერთიანობა, ასევე, ევროკავშირისა და აშშ-ს გევრდით ყოფნა ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი ქვეყნის გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია - ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ, მინდა, ვკითხო საქართველოს მთავრობას, რომელ მიმართულებას ირჩევენ.

თუ ჩვენ შევთანხმდით ძირითად დოკუმენტზე, რომელიც საქართველოსთვის რეფორმებს, ადგილობრივ არჩევნებს და ქვეყნის განახლების საკითხებს შეეხება, მისი გაუქმება პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე არ შეიძლება", - განაცხადა პავილიონისმა „მთავართან“.

შეგახსენებთ: გუშინ, 28 ივლისს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები