„მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“ - პროკურატურის პასუხი მედიის წარმომადგენელებს 5 ივლისის ძალადობაზე

სულ ნახვები : 190
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ხსენებულ საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ,,თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ მიმართულ აქციაზე, ძალადობრვივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებზე მონაწილე პირების იდენტიფიცირების, მათ შორის, ორგანიზატორების დადგენის და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით,“ - ნათქვამია საპროკურორო სამმართველოს უფროსის, ვანო ოქროპირიძის მედიის წარმომადგენლების მიერ პროკურატურაში 16 ივლისს შეტანილი განცხადების საპასუხო წერილში.

ამავე პასუხში არაფერია ნათქვამი ,,ალტ ინფოს“ წარმომადგენლებზე, რომლებიც უშუალოდ მოუწოდებდნენ აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს ძალადობისკენ, რაც მედიის მიერ შეტანილ განცხადებაში ძირითადი ხაზია.

,,გთხოვთ, გვაცნობოთ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება მედია საშუალების ალტ ინფოს ეთერში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცახდებებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის პირდაპირ მოწოდებების ფაქტზე. დადებით შემთხვევაში გთხვოთ შეგვატყობინოთ რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება და მიცემულია თუ არა ვინმე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.

მიგვაჩნია, რომ ხსენებულ პირთა მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და იმ შემთხვევაში, თუ არ არის გამოძიება უკვე დაწყებული ამ ფაქტზე, გთხოვთ უზრუნველყოთ გამოძიების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარება, რათა დამნაშავეებს დაეკისროთ სათანადო პასუხისმგებლობა და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მედია საშუალება ალტ ინფო ფინანსდება რუსული სპეცსამსახურების მიერ, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საკითხითაც და არ უნდა დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გატარება და ამ პირებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა საქართველოში აწარმოონ ანტიდასავლური პროპაგანდა“ - ნათქვამია სხვადასხვა მედიასაშუალების, მათ შორის, CNews-ის მიერ ხელმოწერილ ზემოხსენებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ: საგამოძიებო უწყებების მიერ 5 ივლისის საქმეზე სულ 27 პირია პასიხისგებაში მიცემული. ამავე საქმეზე დაზარალებულად  53 პირია ცნობილი, მათ შორის 42 ჟურნალისტი და ოპერატორი. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა