„ოპოზიციურ ფლანგზე მხოლოდ ორი პოლიტიკოსია - ბოკერია და ბურჯანაძე, დანარჩენები „ცეხავიკები“ არიან“ - გოჩა მირცხულავას სკანდალური სიმართლე

სულ ნახვები : 311
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დღეს, საქართველოში, ოპოზიციურ ფლანგზე არის მხოლოდ ორი პოლიტიკოსი - ბოკერია და ბურჯანაძე. მორჩა!“, - ამის შესახებ “facebook“-ზე ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს

მირცხულავა ოპოზიციას საპატრიარქოსთან კავშირში სდებს ბრალს და 5 ივლისს, ჟურნალისტთა დარბევაზე პასუხიმგებლობას ოპოზციის წევრებსაც აკისრებს.

„რა ვიცი, რა ვიცი - რატომ დაემთხვა ერთი-ერთში ჩემი და ვიოლა ფონ კრამერის კომენტარები-შეფასებები ერთმანეთს?

მე მასზე ადრე დავწერე და იმედია არ "გადაიწერდა"... ეს ხუმრობით.

სერიოზულად, კიდევ ერთხელ ვიტყვი - დღეს საქართველოში (!) ოპოზიციურ ფლანგზე არის მხოლოდ ორი პოლიტიკოსი - ბოკერია და ბურჯანაძე. მორჩა!

პოლიტიკოსი-მეთქი - მე მომწონს მათგან რომელიმე თუ არა, ან სხვა ვინმეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

დანარჩენები პოლიტიკაში „ცეხავიკები“ არიან და მაგიტომაც გვაქვს ცეხურ-კორუფციული პოლიტიკა.

მე, ერთი პერსონა - გოჩა მირცვხულავა არასოდეს გაპატიებთ ოპოზიციას 5 ივლისს და იმას, რომ ერთი კონსოლიდირებული განცხადება ვერ გააკეთეთ მთელი დღე. არც იმას, როგორ იყავით კავშირზე საპატრიარქოსთან და ამ ნაწილში - დიახ, ჟურნალისტების დარბევაზე თქვენც გაქვთ პასუხისმგებლობა.

ახლა რომ ამბობთ ფიზიკურად დავიცავთ ჟურნალუსტებსო, თქვენი ბებია-ბაბუები მოატყუეთ.

მალე გახდება ცნობილი 27 ივლისს და 28-შიც, ვის გქონდათ კომუნიკაცია - არც მეტი, არც ნაკლები - „ოცნების“ ლიდერშიპთან.

ისე, ყველაზე საინტერესო მაინც გიორგი ვაშაძე იყო - ვაიძულებთ. და რა აიძულეთ ამ შეთანხმების ფარგლებში? ცესკოს კარგად დაკომპლექტება, თუ მოსამართლეების არ დანიშვნა? თქვენი - 1,2,3 %-იანი ოპოზიციური პარტიების სურვილი ახლა არჩევნებისთვის ნულოვანი ბარიერია. ჰოდა, ენმ-ს და "ოცნების" დედა ვატირე თუ ამ ცვლილებებს დაუჭირა მხარი.“,- წერს მირცხულავა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები