9 მილიონი და ვარლამ II ნამახვანელის რეინკარნაციის მცდელობა

სულ ნახვები : 7,449
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

მოკლედ, ასე: პროტესტის 272 დღეს ვარლამი დაბრუნდა. დაბრუნდა მორიგი „ვიდეოლაივით", რომელიც თითქოს არაფრისმთქმელია, განსაკუთრებით, პირველ ნაწილში - ნამახვანის მედიაციის პროცესი, მაგრამ ცხადია, რომ ამ ლაივის მთავარი ლაიტმოტივი მისი მეორე ნაწილია - 5 ივლისის ჩამორეცხვა.

დედააფეთქებულია რუსული რბილი ძალის პოლიტიკის ანატომია, დედააფეთქებული - ისე მანიპულირებს და თან იმ მოტივით, რომ აბა, ეჭვი როგორ უნდა გაგიჩნდეს?

ვარლამ II-ე ნამახვანელს (პირველი არავიძეა და მის მასშტაბებთან ეს ვერასოდეს მივა) მძიმე დღეები აქვს - სოციალური და პოლიტიკური რეინკარნაცია სჭირდება. მაგრამ ზუსტად არის დარწმუნებული, რომ მისი ცრუქრისტიანობა - ადამიანთმოძულეობა, სექტის ერთგულება და კერპის თაყვანისცემა ის მატრიცაა, რომელიც მას განადიდებს და ყველა ცოდვას ჩამორეცხავს. ჯვარი, ეკლესია და პატრიოტიზმი ხომ ის თემაა, რომლითაც ვარლამ II-ე ნამახვანელი მანიპულირებს.

რატომ უნდა ვაქცევდე ამ პერსონას ამდენ ყურადღებას და არის კი ამის ღირსი? დიახ, არის, რადგან ის საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული ჰიბრიდული ომის მოწინავე მამლუქია და რუსული რბილი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი რეალიზატორი. ესმის ამდენი? არა, რა თქმა უნდა. ეს რომ ესმოდეს (ამაზე ვწერდი კიდეც, თბილისის დაკეტვით რომ დაგვემუქრა, მაშინ), გებელსის დოქტრინის ფრაზებით არ დაიწყებდა საუბარს და არც საპატრიარქოში დაწერლ განცხადებას გაასაღებდა „საკუთარი" ორგანიზაციის პოლიტიკურ-მოქალქეობრივ პოზიციად, 5 ივლისის წინა დღეებში (ჭყონდიდში ჩასკდომაზე არაფერს ვიტყვი, რადგან ეგეც ქრისტიანულ-პატრიოტული პოზა იყო, დავალება).

ქრისტიანი ისაა, ვინც ფრაზას - „პირველი მან ესროლოს ქვა" იაზრებს და სამკლაურის გამო კონფლიქტს არ ქმნის და არავის ემიჯნება.
ქრისტიანი, რომელიც ფრაზას - „პირველი მან ესროლის ქვა" იაზრებს, რიონის ნაპირებიდან მტკვრის სანაპიროზე აღმოჩნდებოდა პარაკლისისთვის?
„ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს ადამიანებს ძალადობისგან, ის გვდებდეს ჩვენ ბრალს ძალადობაში. ეს მათი მხრიდან სასაცილოა. ჩვენ ხუთ ივლისს მშვიდობიანად ვიდექით პარაკლისზე", - რქუა 272-ე დღეს ვარლამ II-ნამახვანელმა. მშვიდობიანადო და მაშინ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვის უგროვებდა ფულს ვარლამი და მისი თანამებრძოლთა არმია?


Tsotne Andronikashvili
8 ივლისი, 20:38-ზე ·
ვეხმარებით 5-6 ივლისს დაკავებულ და დაჯარიმებულ თანამებრძოლებს!!!
საბანკო რეკვიზიტები:
TBCBGE 22
GE63TB7505145068100010
- მიმღები: ზურაბ მახარაძე.

და სემინარიადამთავრებულ ვარლამ მეორემ იცის, რა არის პარაკლისი (ბარემ განვმარტავ - პარაკლისი (ბერძნ. paraklesis - თხოვნა, ვედრება), საეკლესიო მღვდელთმსახურება, სავედრებელი ან სამადლობელო ლოცვა, სრულდება მრევლისათვის)? რას ევედრა ვარლამი უფალს? მისგვარი „ჯიგარი" ქართველების შენდობას ჟურნალისტების ცემის გამო? თუ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ადამიანები დაჩაგრეს?
რის პარაკლისზე ჩამოვიდა თბილისში? ღმერთისთვის იმის სავედრებლად, რომ პრაიდი არ ჩატარებულიყო თუ მაშინ, როდესაც რბევა დასრულდა, იმის მადლობისთვის, რომ კარგად მიჟუჟეს 53 ადამიანი? სისხლს და ძალადობას აღუვლინეს პარაკლისი? რა იზეიმეს ვარლამებმა 5 ივლისს?
ვარლამ ქრისტიანი, რომელიც წესით, უნდა იყოს ამ სიტყვების გამააზრებელი - „პირველი მან ესროლოს ქვა", როგორ და რატომ გადაიქცა ხეობის მცველიდან „ორგანოების" მცველად?

„არ ვართ ჩვენ ჰომოფობიური ჯგუფიო", - ესეც იკადრა, ანუ თქვენ ხართ იდიოტები და აღქმა გიჭირთო... ჰო, იქნებ, მართლაც, უნდათ, არ იყვნენ, ან არ არიან, ან „ობიექტურად" ვერ იქნებიან, მაგრამ ქართული „ჯიგრობა" და პატრიოტიზმი ხომ ჰომოფობობაზე გადის.

მკრეხელობაზე რამე სმენია ვარლამს? მგონი, არა, რადგან ასე ღიად და უტიფრად ამბობს 272-ე დღეს: „ჩვენ - მთელი საზოგადოება", ანუ ვარლამი და ვარლამისტები არიან მთელი საზოგადოება და სხვა, ყველა ნახირია! ან, რა ვიცი რა დავარქვა...

არ გამოვა ამ საქმიდან არაფერი. ყველამ, რწმენაში მყოფმა ქართველბმა, არასექტანტებმა და ფარისევლებმაც კი იციან, რომ 5-6 ივლისს საპატრიარქო მართავდა პროცესებს და ვარლამი ამ პროცესის ერთ-ერთი ჭანჭიკი იყო.

ყველამ იცის, რომ ნამახვანის საკითხი ვარლამისთვის ყველაზე ბოლოს არის ეკოლოგიის თემა, რადგან თავში აქ ფული, საპატრიარქოს და რუსული რბილი ძალის ინეტრესებია. იმ ძალის, რომელიც სასარგებლო იდიოტ ქართველებს კარგა ხანი კვებავდა და ახლაც კვებავს გებელსის დოქტრინის გადმოქართულებული პატრიოტული, რეალურად კი, ფაშისტური მოტივ-ნარატივებით.

რა თქმა უნდა, 272-ე დღეს რაღაც უნდა თქმულიყო ნამახვანზეც და ითქვა საოცრება: „თუ კარგად შევისწავლით, აღმოჩნდება, რომ ხეობა ნადგურდება". 272-ე დღეს ისევ იმაზეა საუბარი, რომ „თუ კარგად შევისწავლით"... და კარგად შესწავლილი ყველა ინდიკაცია რომ იმას გვეუბნება, ვარლამი საპატრიარქოს და რუსეთთან დაკავშირებული ძალების მარიონეტიაო, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან პატრიოტი და ცრუქრისტიანობის დამცველი მარიონეტია?

კიდევ უფრო პარადოქსული იყო მოთხოვნა - „იჯარით პროტესტის ადგილის აღება". გსმენიათ რამე ამდაგვარი? „ჰაიდპარკი" იჯარით! რა მთხლე ოპოზიცია გვყავდა და გვყავს 30 წელია, რომ 50-წლიანი იჯარით არ მოითხოვეს პარლამენტის წინ - რუსთაველის გამზირზე? თან, იცით, სად ითხოვს ამ იჯარას? ENKA-ს ტერიტორიაზე... ეს ხომ სამომავლოდ ერთ-ერთი თემა იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ პრეტენზიების ქეისში. და იჯარის ფული საიდან?

ზოგადად, ფული საიდან? ის, რომ უცხოეთიდან შემოწირულებებზე საუბარი დასრულდა ვარლამისტებისთვის არასახარბიელოდ, გასაგებია. საიდან უაზარმაზარი ფული თბილისში მოსაქცევად და მისაქცევად? საიდან 272 დღის უპრეცენდენტო პროტესტის ფული? კეთილი ადამიანების მიერ, რომელთათვის მართლაც, მნიშვნელოვანია ხეობა და ბოლო ლუკმას უყოფდნენ „პროტესტანტებს", ეგ ვიცი და მესმის, მაგრამ ეს თანხა ხომ არასაკმარისია - ერთი მშვიდობიანი პრიტესტის დღე, მინიმუმ, 3000 ლარია. ვიმეორებ, მშვიდობიანი, რომ გათენდა და დაღამდა ის დღე - საპონით, კბილის ჯაგრისით, ტუალეტის ქაღალდით, საუზმით, სადილით ვახშმით, ბენზინით - 3000 ლარი. და ეს, დაახლოებით, 816 ათასი ლარია. ახლა, ამას დავამატოთ აქტივობები, აქციები ქუთაისში, თბილისში (ამ აქციის ხარჯთაღრიცხვა ზუსტადაა დათვლილი - 3,5 მილიონი), ლიდერების გადაადგილებები მოლაპარაკებებზე, საკომუნიკაციო ხარჯები, თემატური „დვიჟენიები" და ა.შ... ამ 272 დღეში რიონის ხეობის მცველებმა, მინიმუმ, 6 მილიონი და, საშუალოდ, 9 მილიონი დახარჯეს.

ვარლამისტებს, მის დამფინანსებლებს და იდეოლოგებს მედიაციის პროცესი რომ არ მოსწონთ, და ამას ვარლამი ღიად ამბობს, ეგეც გასაგებია. მედიაციის პროცესის დროს მაგიდასთან დოკუმენტებით ჯდომაა საჭირო და სკურპულოზურად - აბზაც-აბზაც ყველა საკითხის შესწავლა, არგუმეტების წამოყენება, გაქარწყლება, მაგრამ ამ პროცესს სხვა რამ სჭირდება - კვალიფიკაცია და ფუსფუსი, შრომა. ამაში კი დამფინანსებლები და იდეოლოგები ფულს არ იხდიან. სხვა თუ არაფერი, 9 მილიონი მხოლოდ ჰომოფობი ვარლამის პოპულარიზაციაში ბევრია, ბევრი... რეალურად, ეს ჯერჯერობით რიონს გატანებული ფულია. ვარლამი კი...

ეჰ, რა პოზიტიური და სასარგებლო იქნებოდა მისი ენერგია ქვეყნისთვის, მაჯლაჯუნების ტყვეობაში რომ არ იყოს...

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა