უკრაინის შეტევის შემდეგ რუსეთი სტრატეგიულ Ту-95-ებს და Ту-22-ებს ვეღარ გამოიყენებს - WSJ

სულ ნახვები :
1,069




...
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინის შეტევის შემდეგ რუსეთი სტრატეგიულ Ту-95-ებს და Ту-22-ებს ვეღარ გამოიყენებს.
ღია წყაროების ინფორმაციით, შეტევამდე რუსეთს 54 Ту-22М3 და 58 Ту-95МС ყავდა, თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, გაუგებარია, ამ რაოდენობიდან რამდენი იყო მუშა მდგომარეობაში, რადგან ისინი დიდი ხნის მანძილზე იყო შენახვაში და ზოგჯერ სათადარიგო ნაწილებადაც იყენებდნენ.
უკრაინამ რუსულ ავიაბაზებზე იერიში, გუშინ, პირველ ივნისს მიიტანა. დაიბომბა 5 ავიაბაზა.