საქართველოში ,,მწვანე წყალბადის“ წარმოებაში ინვესტირებით Toyota Tsusho Corporation დაინტერესდა

სულ ნახვები : 24
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

მალე საქართველოში შესაძლოა ახალი ინოვაციური საპილოტო პროგრამა დაიწყოს, რომელიც ,,მწვანე წყალბადის“ წარმოებას უკავშირდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ იაპონიის ერთ–ერთ უმსხვილეს კორპორაცია „ტოიოტა თსუშოს“ (Toyota Tsusho Corporation)  წარმომადგენლებთან შხვედრისა შემდეგ განაცხადა.

მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა იაპონელ სტუმრებს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო და საქმიანი გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებს არაერთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ორმხრივი ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად განვითარებისთვის.

„ტოიოტა თსუშო“-ს წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ენერგეტიკითა და მათ შორის, „მწვანე წყალბადის“ წარმოებით. ითქვა, რომ ამ მხრივ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

,,კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი, იყოს პარტნიორი სამომავლო ბიზნეს-ურთიერთობებში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით. ჩვენ განვიხილეთ მრავალი პერსპექტივა, იდეა და, ასევე, ამ იდეების უახლოეს მომავალში განხორციელების გზები,“ - განაცხადა იაპონიის ელჩმა. 

ელჩის თქმით, „მწვანე“ წყალბადი სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს მსოფლიოში, როგორც ყველაზე სუფთა საწვავი. გამომდინარე იქიდან, რომ მის საწარმოებლად საჭიროა მხოლოდ წყალი და მზისგან, წყლისაგან ან ქარისაგან მიღებული ენერგია, არსებობს მოსაზრება, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია ნულოვანი ემისიის გლობალური მიზნის მიღწევა. ევროკავშირის მონაცემების მიხედვით, წყალბადის დღევანდელი დადგმული სიმძლავრე 0.1 გიგავატს წარმოადგენს, თუმცა 2024 წლისთვის 6 გიგავატამდე, ხოლო 2050 წლისთვის – 500 გიგავატამდე გაზრდაა დაგეგმილი.

„ტოიოტა ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე უკვე არის წარმოდგენილი. თუმცა შესაძლოა, ეს კომპანია ასევე გახდეს ინვესტორიც, რომელიც დაინტერესებულია ენერგეტიკით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოებით. ჩვენ ამ ინოვაციურ მიმართულებას ვავითარებთ და ვფიქრობთ, რომ საპილოტე პროგრამის განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა თურნავამ პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას.

მაგალითისთვის, გერმანიამ გასული წლის 10 ივნისს დაამტკიცა „წყალბადის ეროვნული სტრატეგია“ და ამ მიმართულებით 9 მლრდ ევროსაც დახარჯავს. პროექტი ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებაში ახალ ეტაპზე გადასვლას და გლობალური კლიმატის დაცვას ემსახურება. ეს ამბიციური გეგმა ეკოლოგიური წყალბადის ტექნოლოგიის სხვადასხვა სფეროში გამოყენებას გულისხმობს: არა მხოლოდ ენერგეტიკაში, არამედ საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტში, შავ მეტალურგიაში, ნავთობქიმიაში და ავიაციაშიც კი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები