„ეს არის ხაფანგი“ - გია ხუხაშვილი ოპოზიციას მიმართავს
სულ ნახვები :
335
...
„ეს არის ხაფანგი,“ - აცხადებს „ოცნების“ მიერ მიშელის შეთანხმების ანულირებაზე საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
„ხელისუფლების გეგმა მარტივია - შეთანხმებიდან გასვლით ადგილობრივი არჩევნებისადმი ინტერესის დაგდება. ამ ფონზე არჩევნების ყიდვა და მერე მტკიცება დასავლეთისთვის, რომ ისევ მაგრად დგანან ფეხზე.
ეს არის ხაფანგი...
ამიტომ, ოპოზიციის სწორი პასუხია შემდეგი:
მთავარ სტრატეგიულ ამოცანად რჩება ადგილობრივი არჩევნების დიდი ანგარიშით მოგება და ამ შემთხვევაში ისინი ქართველ ხალხთან ერთად აიძულებენ ხელისუფალს შეასრულოს აღებული ვალდებულება,“ - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.