კულუარული ექსკლუზივი და პანიკა „ოცნებაში“ - აშშ-ს საელჩოს უმწვავევის განცხადების შემდეგ, მმართველი გუნდის ლიდერები საგანგებოდ შეიკრიბნენ

სულ ნახვები : 31,127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ოცნებაში“ პანიკაა - CNews-ს კონფიდენციალური ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ამერიკის საელჩომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, მამრთველი გუნდის ლიდერშიპის წევრებმა „მესიჯი“ მიიღეს, რომ სასწრაფოდ უნდა შეკრებილიყვნენ,

წყარო „ოცნებიდან“ CNews-ს უყვება, რომ პარტიის დახურულ ჩატში საგანგებო მიმოწერა საელჩოს განცხადების გავრცელებისთანავე დაიწყო.

„განსაკუთრებული მღელვარება აშშ-ს საელჩოს განცხადებამ გამოწვია. მართალია, გია ვოლსკიმ თქვა, რომ ასეთ რეაქციას ელოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთი მწვავე განცხადება, პრინციპში, არასოდეს გაკეთებულა.

სიტუაცია იმანაც დაძაბა, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში დაუგეგმავად ჩამოვიდა. ერთი სიტყვით, „ოცნებაში“ პანიკაა“, - გვიყვება წყარო.

CNews-ისთვის კონფიდენციალური წყაროსგან ისიც ხდება ცნობილი, რომ „ოცნების“ საგანგებო შეხვედრას ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, შალვა  პაპუაშვილი, ირაკლი ზარქუა, ანრი ოხანაშვილი და კიდევ რამდენიმე ფიგურა ესწრება.

ამასთან, CNews-ისთვის ცნობილი ხდება, რომ შარლ მიშელმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საგანგებოდ არაოფიციალურ გარემოში შეხვდა, საქართველოს პრეზიდენტს პასუხი მოსთხოვა, როგორც 19 აპრილის შეთანხმების გარანტორს.

ზუკა ნემსაზე, CNews

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები