„თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრების შანსს შეიძლება, თაობები დემშვიდობონ“ - სალომე სამადაშვილი

სულ ნახვები : 147
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს ყველა შესაძლო განვითარებაზე მოვლენების და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სწორი,“ - განაცხადა დღეს, 29 ივლისს, ფრაქცია ,,ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლმა, სალომე სამადაშვილმა „ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე საუბრისას.

სამადაშვილის თქმით, ლოგიკურია კითხვა, თუ რატომ უნდა გააგრძელოს ოპოზიციურმა პარტიებმა მუშაობა პარლამენტში, სადაც შარლ მიშელის ხელშეკრულების დადების შედეგად შევიდა, თუმცა მისივე თქმით, პარლამენტის ბოიკოტირება შესაძლოა ,,ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა იყოს.

,,მართლაც, გადამწყვეტი მომენტია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თუ ჩვენ დღეს დემოკრატიული ოპოზიცია არ მოვახერხებთ სწორი გამოსავლის მოძებნას, შეიძლება დიდი ხნით, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, თაობები დაემშვიდობონ თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრების შანსს. ამიტომ, ჩვენ შეცდომის უფლება ისტორიის წინაშე არ გვაქვს. მე ვერიდები რაიმე კატეგორიული განცხადების გაკეთებას, რომ ასე უნდა მოიქცეს ვინმე ან სხვანაირად, ეს არის საკუთარი გადაწყვეტილება ჯაფარიძის ან სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსის, მე მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა იმსჯელოს ყველა შესაძლო განვითარებაზე მოვლენების და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება სწორი. მე არ შემიძლია ამ ეტაპზე რაიმე გამოვრიცხო, თუმცა იმას, რომ ბოიკოტში გადავიდეს ოპოზიცია, აქვს თავის მინუსები. ეს არის ფართო მსჯელობის საკითხი. პარლამენტიდან გასვლას რაც შეეხება, შეთანხმების საფუძველზე მოხდა ჩვენი პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება და ამიტომ ლოგიკურია ის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ თუ შეთანხმება აღარ არის, მაშინ ოპოზიციამ რატომ უნდა გააგრძელოს პარლამენტში საქმიანობა, თუმცა აქ ჩნდება შეკითხვა, რა სურს "ქართულ ოცნებას". როგორც ჩანს, ჩვენ ვნახეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გასცა დაპირება, რომ კონსტიტუციას მაინც შეცვლის, თუმცა გაურკვეველია, როგორ შეიცვლება კონსტიტუცია თუ ოპოზიცია პარლამენტში აღარ იქნება. ამიტომ, ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ მარტივად. მათ შორის, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინები, ჩვენ მათთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს და ამის შედეგად ჩამოვყალიბდებით, თუ რა იქნება სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა სამადაშვილმა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა