გახარიას გუნდი ვიოლა ფონკ რამონს შეხვდა

სულ ნახვები : 18
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, დეპუტატები გიგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური და ალექსანდრე მოწერელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ. გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპარლამენტარმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება განიხილეს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ნაბიჯით ქართული ოცნება ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს და კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ცალსახად ფასდება როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი.

გახარიას გუნდის წევრებმა ვიოლა ფონ კრამონს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მმართველი პარტიის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები