„ლელო“ პარლამენტს არ დატოვებს - ბადრი ჯაფარიძის განცხადება

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ლელო" ზრუნავს ქვეყნის სტაბილურობისთვის, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაიჩეხოს განუკითხაობის და ქაოსის უფსკრულში“ - განაცხადა დღეს, 29 ივლისს, ფრაქცია ,,ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ვალდებულებები აღებულია და ისინი უნდა შესრულდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ თავის ნაბიჯით საზოგადოებას აჩვენა, რომ რადიკალურ დესტრუქციულ ძალად გადაიქცა, რომელიც მზად არის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების „გადაგდებისთვის". ჩვენ ვნახეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შეფასება, ევროკავშირის შეფასება. „ლელო" ზრუნავს ქვეყნის სტაბილურობისთვის, ასევე იმისთვის, რომ ქვეყანა არ გადაიჩეხოს განუკითხაობის და ქაოსის უფსკრულში და არ დაუბრუნდეს წარსულს, არამედ დაუბრუნდეს დასავლურ ვექტორს, ამიტომ ვიზიარებთ სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებებს და ჩვენ გვაქვს იგივე ხედვა, რაც მათ.  შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმების ვალდებულებები როგორც არის აღებული, შესრულდეს სრულად, ამისთვის ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო გაძლიერებული ენერგიით, რომ რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას," ეს რეალობა დადგეს და ეს რეალობა აუცილებლად დადგება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ირწმუნება, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებში ოპოზიცია დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ,,ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

,,2 ოქტომბერს ოპოზიცია გაიმარჯვებს, დაამარცხებს „ქართულ ოცნებას" და გაისტუმრებს ხელისუფლებიდან, ეს სჭირდება ქვეყნის მომავალს. ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმისთვის, რომ მიგვეღწია რიგგარეშე არჩევნებისთვის და განგვეხორციელებინა ცვლილებები, რომელიც არის გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტში, ამიტომ სანამ ეს მიზნები არ იქნება მიღწეული, ჩვენ პარლამენტში ვიქნებით. შესაბამისად, გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან იმისათვის, რომ მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად და იმისთვის, რომ ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა