სკანდალური ექსკლუზივი ევროპის საბჭოდან - როგორ დაიბარა შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში

სულ ნახვები : 36,734
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

.....

დღეს, 29 ივლისს, დღის პირველ ნახევარში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა, თუმცა იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტს გეგმავდა, არავისთვის იყო ცნობილი.

CNews-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც ევროპის საბჭოდან კონფიდენციალურმა წყარომ მოგავწოდა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა, შარლ მიშელმა კატეგორიულად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტს არ აპირებდა.

„მიშელმა თავადპირველად სალომე ზურაბიშვილს დაურეკა და უთხრა, რომ ხელისუფლებას არაფერზე დაელაპარაკება. ხომ ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს? - მიშელმა ზურაბიშვილი თავისთან გამოიძახა, რადგან სწორედ ეს უკანასკნელია 19 აპრილის შეთანხმების შესრულების გარანტორი. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ, კომუნიკაცია შედგა სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძეს შორის. სწორედ ამ კომუნიკაციის დროს გადაწყდა, რომ ზურაბიშვილი სასწრაფოდ საფრანგეთში, სამთავრობო თვითმფრინავით გაფრინდებოდა და მიშელს შეხვდებოდა. ახლა, ზურაბიშვილი დილემის წინაშე დგას და მზად არის, რომ „ოცნება“ საჯაროდ დაგმოს, თუმცა „დასაგმობ“ ტექსტზე მაინც „ოცნებასთან“ ერთად ჩამოყალობდება,“ - უყვება CNews-ს წყარო ევროპული საბჭოდან.

ამასთან, როგორც ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში გაფრენა ფორს-მაჟორში დაიგეგმა და 29 ივლისს, გამთენიას, ზურაბიშვილი უკვე საფრანგეთში იყო.

ოფიციალური ვერსიით, არაფორმალურ შეხვედრაზე საუბარი 19 აპრილის შეთანხმებას შეეხო. ჩვენი წყაროს ცნობით კი, მიშელმა ზურაბიშვილს კატეგორიულად და მკაცრად მოსთხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. მიშელის შეთანხმების შესრულება ნებისმიერი ხერხით უზრუნველყოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დღეს, 29 ივლისს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ „ოცნების“ მიერ შეთანხმების ანულირებაზე უმკაცრესი განცხადება გაავრცელა, რის შემდეგაც, ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, „ოცნებაში“ პანიკა დაიწყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა