დასანანია, როცა ფინიშამდე მისული იძულებული ხდები, მთელი შენი შრომა წყალში ჩაყარო - სტუდენტები სეუს ტოვებენ?





...
სეუ-ს სტუდენტმა და სამოქალაქო აქტივისტმა თაკო გვილიამ დღეს, 4 ივნისს უმაღლესი სასწავლებელი პროტესტის ნიშნად დატოვა, - ამის შესახებ გვილიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ის აცხადებს, ბოლო წვეთი ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის გუშინ, 3 ივნისს უნივერსიტეტში განვითარებული პროცესები აღმოჩნდა, რა დროსაც სტუდენტების ნაწილს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ) 2018 წელს ჩავირიცხე. პირველ წელს სამართალზე ვსწავლობდი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ რაღაც ამერია, ამიტომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავედი — რაც ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
მალევე სწავლა ონლაინ რეჟიმში მომიწია, რის გამოც სავალდებულო საგნები დროებით გვერდზე გადავდე.
ამ და სხვა მიზეზების გამო ჩემი უნივერსიტეტში ყოფნა დროში გაიწელა, თუმცა არცერთი საგანი ჩამრჩენია — როგორც ამას ხშირად აღნიშნავდა ჩვენი რექტორი.
ის სამადლობელი სიტყვა, რომელიც მინდა მივუძღვნა ჩემს ლექტორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი ცხოვრების იმ ეპიზოდში იყვნენ, რომელსაც სეუ ჰქვია, წესით ერთი თვის შემდეგ, გამოსაშვებ ცერემონიალზე, მანტია მოცმულს, მიკროფონთან უნდა მეთქვა... თუმცა ასე აღარ მოხდა. დასანანია, როცა ფინიშამდე მისული იძულებული ხდები, მთელი შენი შრომა წყალში ჩაყარო.
ჩემი პირველი მადლობა — სეუ-ს გაფიცულ სტუდენტებს. ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ყველაზე რთული თვეები გადავიტანე, როგორც აუდიტორიაში, ასევე გარეთ, ყინვაში, უნივერსიტეტის შემოსასვლელში. თქვენ ხართ ადამიანები რომლებიც ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი დაიკავეს და ოჯახის წევრებად იქცნენ. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!
მადლობა იმ სტუდენტებსაც, რომლებიც ვერ გვიერთდებოდნენ, მაგრამ ყოველთვის გვერდით გვედგნენ და გვამხნევებდნენ.
აქვე დავასრულებ სტუდენტებს და მოვიკითხავ თვითმმართველობის სამარცხვინო წევრებს, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებისგან დაკომპლექტებულ გაუნათლებელ ახალგაზრდებს და ე.წ უნივერსიტეტის პრეზიდენტს, რომელსაც ერთხელ არ გასჩენია სურვილი მისულიყო გაფიცულ სტუდენტებთან, ეკითხა მათი საჭიროებების შესახებ.
„ქოც“ ლექტორებზეც ბევრი რამ არის სათქმელი, თუმცა ამაზე დრო ისაუბრებს...
რაც შეეხება ჩემს ღირseuლ ლექტორებს:
ქეთი ნიჟარაძე განსაკუთრებული ხარ ! მადლობა მეგობრობისთვის, თანადგომისთვის, მუდმივი ზარისთვის. მე შენ ძალიან მიყვარხარ
ია მახარაძე არ არსებობს ია მახარაძის საგანი, რომელიც არ გამივლია! მადლობა ქალბატონო ია ყველაფრისთვის ! თქვენი სემინარები მართლაც განსაკუთრებული იყო !
თინათინ მაჭარაშვილი მადლობა თქვენ, რომ ყველაზე რთულ მომენტში, გვერდით დამიდექით ! როცა ყინვაში მწოლიარე, სემინარზე ამოსვლას ვერ ვახერხებდი, თქვენ მუდმივად მეხმარებოდით...
რუსა მაჩაიძე ასევე მადლობა თქვენ, მუდმივი მოკითხვისთვის, იმ უშალო ურთიერთობისთვის რომელიც თქვენს სტუდენტებთან გაქვთ. გაფასებთ!
მადონა კეკელია ქალბატონი მადონა ფსიქოლოგის ფაკულტეტზე ასწავლის, მასთან მხოლოდ ერთი საგნის გავლა მომიწია. განსაკუთრებული ლექტორი და მოქალაქეა, არც ერთი დღე, როცა შემოსასვლელში მწოლიარეებს გვხედავდა ისე არ აგვივლიდა, რომ არ შევექეთ, განა ვეცოდებოდით, თქვენი მომავალია და თქვენ უნდა იბრძოლოთო.
და ბოლოს თორნიკე რაზმაძე აი ფილმებში ხომ გინახავთ ძაან ,,cool" ლექტორები, აი ყველა, რომ ვოცნებობთ ზუსტად ისეთია. ძალიან საინტერესო, განათლებული, ჭკვიანი, არაჩვეულებრივი იუმორით!
ყველა მათგანს კი სწორი პოზიცია აერთიანებთ !
გუშინ მომხდარი ფაქტის შემდეგ დავტოვე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.
თავისუფლება ირაკლი მიმინოშვილს!
სოლიდარობა თათია აფრიამაშვილს!
ვიბრძვით სტუდენტების თავისუფლებისთვის!", - წერს გვილია. ცნობისთვის, გუშინ 4 ივნისს სეუ-ს სტუდენტებმა, მათი დაკავებული თანატოლების მხარდასაჭერი აქცია გამართეს, რა დროსაც უნივერსიტეტის შენობიდან ბანერის გადმოფენა სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს და დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.