ვინ იქნებიან „ოცნების“ მერობის კანდიდატები კახეთის რეგიონში

სულ ნახვები : 1,372
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

CNews ისთვის ცნობილი გახდა კახეთის მუნიციპალიტეტებში „ქართული ოცნებიდან“ მერების კანდიდატების ვინაობა.

კერძოდ, თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი იქნება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ალექსანდე (აკო ) ფიცხელაური იბრძოლებს. ფიცხელაური 2014 წელს ახმეტის საკრებულოს წევრი იყო „ბურჯანაძე დემოკრატებიდან“

 ყვარლის მერობის კანდიდატი გივი ზაუტაშვილი იქნება, რომელიც ამ დროისთვის მერის მოადგილეა.

ლაგოდეხში ამ მოწვევის არჩევნებზე კვლავ მოქმედი მერი, ჯონდო მდივნიშვილი იბრძოლებს.

სიღნარში მერობის კანდიდატი იქნება მერის მოადგილე მალხაზ ბეგიაშვილი. გურჯაანში კი - ზურაბ უტიაშვილი. ამჟამად იგი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

დედოფლისწყაროში კი უკვე მეოთხე მოწვევის მერობის კანდიდატად ნიკოლოზ ჯანიაშვილი იბრძოლებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა