„თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთ თვეში რადიკალური ძალების დღის წესრიგი ამოიწურება“ - არჩილ თალაკვაძე

სულ ნახვები : 159
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„პრეზიდენტ მიშელის, აშშ-ის საელჩოს და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად მხოლოდ „ქართული ოცნება“ ასრულებდა ისე, რომ ბოლოს ამან ცალმხრივი ხასიათი მიიღო, რაც შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა დღეს, 29 ივლისს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ,,ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე საუბრისას.

თალაკვაძის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ხელომწერათა უმეტესობა მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო, ხელშეკრულება ნამდვილად ანულირებულია.

,,შეთანხმება, რომელსაც ხელს 115 დეპუტატი აწერდა, მართლაც, გაუქმდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 115-დან 84 დეპუტატი უმრავლესობის წევრია. ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს და ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას(!) ამ დოკუმენტზე ხელი არ აქვს მოწერილი. მეტიც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არათუ სიტუაციის დეპოლარიზაციისკენ გადადგა ნაბიჯები, არამედ, ამ დოკუმენტის გამოყენებით კიდევ უფრო მეტად შეეცადა პროცესების რადიკალიზაციას, გაზარდა დაპირისპირების დონე და სრულად ჩართო დეზინფორმაციის მანქანა. შესაბამისად, ბუნებრივია, მმართველი პარტიის მისამართით საყვედურები ვერ იქნება, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია და რადიკალიზაციის მთავარი წყარო 100 დღეა, არც მიშელის შეთანხმებას შეერთებია და არც პროცესების რადიკალიზაცია შეუწყვიტავს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ 19 აპრილის შეთანხმების დადებით ფაქტორებზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდება, სადაც ,,ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

,,2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა და შემდგომმა პოლიტიკურმა მოლაპარაკებებმა, რომელიც პრეზიდენტ მიშელის შეთანხმებით დასრულდა, უზრუნველყო პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობა და წერტილი დაუსვა „ნაციონალური მოძრაობის“ მონოპოლიას ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი „ქართული ოცნება“ მომავალზეა ორიენტირებული და საზოგადოების მხარდაჭერით, მზად არის კიდევ ერთი გამარჯვებისთვის! შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც გამჭვირვალედ, გაუმჯობესებული რეგულაციებით, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩავატარებთ. შედეგად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულებიდან დაახლოებით 1 თვეში, რადიკალური ძალების დღის წესრიგი ამოიწურება, ქვეყანას ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს სიმშვიდე და ხელისუფლების ეფექტური მუშაობით, მოქალაქეთა ჩართულობით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით გადავიდეს განვითარების ნორმალურ რეჟიმში“, - განაცხადა თალაკვაძემ.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა