ბათუმში მუსლიმი მრევლი ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმში, მუსლიმი მრევლი ყურბან ბაირამს აღნიშნავს.

ქართველი მორწმუნეები ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში  შეიკრიბნენ, სადაც ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა.

მუსლიმი მორწმუნეების თქმით, მსხვერპლად შეწირული შინაური ცხოველის ხორცს ახლობლებსა და უპოვრებს გაუნაწილებენ, ასევე მიცვალებულთა საფლავებზე გავლენ.

მუსლიმ მრევლს ბაირამის დღესასწაული ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

როგორც მუფთმა, ადამ შანთაძემ ლოცვის დროს თქვა, ყურბან-ბაირამი მიტევების საუკეთესო დროა.

„ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ერთიანობა, რათა შევინარჩუნოთ ქვეყანა და სუვერენიტეტი, სწორედ მტერს აძლევს ხელს დაქსაქსული ქვეყანა, განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებს უნდა მივაქციოთ, სწორედ ისინი არიან ჩვენი მომავალი“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა