ოკუპირებულ სოხუმში ევროკავშირის მიერ შავ სიაში შეყვანილი ორი რუსული ავიაკომპანია იწყებს ფრენებს





...
კიდევ ორი რუსული ავიაკომპანია, რომლებიც ევროკავშირის შავ სიაში არიან, დროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რეისების შესრულებას დაიწყებენ.
12 ივნისიდან ავიაკომპანია iFly მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით რეისების შესრულებას დაიწყებს. ამის შესახებ TAСС-ს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, ფრენების სიხშირე თანდათან გაიზრდება და უკვე ივლისში რეისები ყოველდღიურად - დღეში ორჯერ განხორციელდება.
ხანტი-მანსიისკსა და სოხუმს შორის პირდაპირი რეისები 28 ივნისს გაიხსნება. რეისებს ავიაკომპანია RusLine 50-ადგილიანი Bombardier CRJ200 თვითმფრინავით შეასრულებს, იტყობინება სოხუმის აეროპორტის Telegram არხი.
ფრენები კვირაში ორჯერ - ორშაბათს და შაბათს შესრულდება.
მგზავრებს ქალაქებს შორის მგზავრობა 6 საათსა და 55 წუთში შეეძლებათ, სარატოვში ტექნიკური გაჩერების ჩათვლით, რაც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდება.