ეროვნული ბანკის შეფასებით ინფლაციის ზრდა სურსათის ფასის ზრდამ გამოიწვია

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის ზრდა დაფიქსირდა, რომელმაც 0,4 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

აღნიშნულის მიზეზად, ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყება, კარტოფილზე ფასის ზრდას ასახელებს.

„მაისში გასულ თვესთან შედარებით სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი კარტოფილის 33.5%-იანი გაძვირება იყო, რის შედეგადაც თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. შემცირების მხრივ აღსანიშნავია ყველის და ბენზინის გაიაფება, რამაც თვის ინფლაცია ჯამში 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. წლიურად, როგორც აღვნიშნეთ, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი გასულ წლის მაისთან შედარებით 8.0%-ით გაძვირდა. კერძოდ, კარტოფილის ინფლაციასთან ერთად, უნდა აღინიშნოს პურის, ზეთის და იმერული ყველის გაძვირება, რამაც ინფლაცია ჯამში 1.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტებისა და თერაპევტის კონსულტაციის გაძვირება. საწვავის და ინტერნეტის გაიაფებამ ინფლაცია შესაბამისად 0.5 პროცენტული პუნქტით და 0.4 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, წინა თვესთან შედარებით შენელდა და მაისში 2.2%-ს გაუტოლდა. შერეული ინფლაციის მატება ყველაზე მეტად მზესუმზირის ზეთისა და კარტოფილის გაძვირებას უკავშირდება. იმპორტირებულ პროდუქტებში დიდწილად საწვავის გაიაფების გავლენით 2.0%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები