გიორგი ვაშაძის ულტიმატუმი დასავლელ პარტნიორებს - „მოვითხოვთ აღსრულების მექანიზმების განხორციელებას“

სულ ნახვები : 278
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის თანმიმდევრული საკუთარ გადაწყვეტილებებში, კატეგორიულად მოვითხოვთ გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას“, - განაცხადა დღეს, 29 ივლისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდეს მიშელის შეთანხმებას და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

„მიუღებელია, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ვფიქრობ, აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა აღსრულების მექანიზმის ჩართვაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

მექანიზმები შეიძლება იყოს როგორც პერსონალური სანქციები, ისე ფინანსურ ვალებთან დაკავშირებით, რითაც შემდეგ ხმებს ყიდულობენ ხოლმე და კიდევ სხვა მექანიზმები, რომლებზეც საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს განიხილება ძალიან ინტენსიურად.

ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ სწორედ იმ გარანტიით, რომ აშშ და ევროპა იყვნენ გარანტორები ამ დოკუმენტის შესრულების. შეაბამისად, ჩვენ კი არ გადაგვაგდეს, მათ საგარანტიო სიტყვას არ სცა პატივი „ქართულმა ოცნებამ“. ნამდვილად არ მაინტერესებს ახლა ხელი მოაწერა თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ვინმემ. ჩვენ მოვაწერეთ მაშინ, როდესაც შეთანხმება შედგა. მათ შორის, პირადად შარლ მიშელიც არის პასუხისმგებელი ამაზე. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის თანმიმდევრული საკუთარ გადაწყვეტილებებში, კატეგორიულად მოვითხოვთ გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას. რაც შეეხება შარლ მიშელის უსუსტეს განცხადებას, რომელიც დღეს ჰქონდა, ცოტა ხანში თქვენ ნახავთ საპასუხო განცხადებას ჩემი მხრიდან, რადგან, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეს იყო არასწორი განცხადება“, - განაცხადა  ვაშაძემ.

მისივე თქმით, პარტნიორებმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ და კრტიკულად უნდა ჩაერთონ ამ საკითხის განხორციელებაში.

„ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ შეთანხმებასთან მიმართებაში. ამის შემდგე განვიხილავ სხვა საკითხებს. ვალდებულებები ხელმოწერებთან და მათ შორის ჩემთან მიმართებაში აიღეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და ისინი ვალდებულები არიან ჩვენს მიმართ. მე „ქართულ ოცნებას“ რომ არ ვენდობოდი, ეს ორჯერ ორი ოთხია. მე ვენდე მათ და მათგან ვითხოვ კრიტიკულად აქტიურ ჩართულობას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვაშაძემ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა