რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი საუკუნოვანი ისტორიის მქონე მოკავშირეები არიან - ლავროვი

სულ ნახვები : 129
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცს შეხვდა.

„რუსეთი და აფხაზეთი საუკუნოვანი ისტორიის მქონე მოკავშირეები არიან“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ბარციცმა განაცხადა, რომ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური კანონმდებლობა რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზდება საპენსიო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.

„ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გლობალური და ყოვლისმომცველია. დღეს მას დამატებითი იმპულსი მიეცა“, -  აღნიშნა  ბარციცმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა