ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი აქტიურ სპორტს ემოციურად დაემშვიდობა

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, უმედლოდ დარჩა.

32 წლის სპორტსმენმა საკუთარ სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა და აქტიურ სპორტს ჩამოშორდა.

„მადლობა ღმერთს იმისთვის რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული, ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა როგორც პიროვნება, მე ძალიან გამაძლიერა.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყველას, ვინც დღემდე გვერდით მედგა – ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს.

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება. და, ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს ერთგულო გულშემატკივრებო. ვიცი, ვერ შევძელი თქვენი გახარება. მაგრად მტკივა ეს ყველაფერი და ალბათ დიდხანს გამყვება ცხოვრებაში, უბრალოდ შეუძლებელია ამ დროს ყველაფერი თქვა, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ უზომოდ მიყვარხართ.

იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტა მაინც გაგახაროთ.

ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველას ყველაფერი გითხრათ“, – წერს ვარლამ ლიპარტელიანი.

გეტყვით, რომ ლიპარტელიანს ქართველი სპორტსმენებიდან ყველაზე მეტი მედალი აქვს მოპოვებული. 17 ინდივიდუალური და 10 გუნდური მედალი – ასეთია ლიპარტელიანის ნადავლი.

არის 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი; სამგზის ვერცხლისა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორია; ასევე სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი; კონტინენტს პირველობაზე ოთხჯერ მოიპოვა ვერცხლის მედალი, ხოლო ერთხელ – ბრინჯაოს; ორჯერ ვერცხლის მედალი აიღო ევროპულ თამაშებზე, რომელიც აქამდე სულ ორჯერ ჩატარებულა;

ეს ინდივიდუალურ ტურნირებში, ხოლო გუნდურში ორჯერ მსოფლიო ჩემპიონია, ერთხელ კი – ბრინჯაოს პრიზიორი; ევროპის ჩემპიონატი გუნდურად ხუთჯერ აქვს მოგებული, ერთელ კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა; ასევე ერთი ბრინჯაოს აქვს აღებული ევროპულ თამაშებზე.

გამოდიოდა 90 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა