ჩემი მოწოდებაა, რომ ეს არჩევნები დიდ ეროვნულ რეფერენდუმად გადავაქციოთ - ხაზარაძე

სულ ნახვები : 324
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ჩემი მოწოდებაა, რომ ეს არჩევნები დიდ ეროვნულ რეფერენდუმად გადავაქციოთ- აცხადებს ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ გამარჯვების ფორმულა ბრძოლაშია.

“მე არ მინდა, რომ ბრძოლის გარეშე კალაძეს ქალაქ თბილისი გადავაბარო. მე არ მინდა, რომ ეს კორუფცია გაგრძელდეს. ჩემი მოწოდებაა, რომ ეს არჩევნები დიდ ეროვნულ რეფერენდუმად გადავაქციოთ.  მე არ ვამბობ, რომ ლელო გავარდება და მარტო შევა. კიდევ ვიმეორებ, მარტო გასვლა სიგიჟეა. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში“, — ამბობს მამუკა ხაზარაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა