მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ს საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა

სულ ნახვები : 163
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით გამომსვლელი შონ ო’მალი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ნიუ ჯერსიში ჩატარებულ UFC 316-ს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა