საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.7 პროცენტით შემცირდა - საქსტატი





...
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
„საქსტატის“ ცნობით, კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
„2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია. რეინვესტიციამ 150.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6 პროცენტით განისაზღვრა”,- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.