საბა სხვიტარიძის პროცესზე დღეს დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენენ





...
თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით ასამართლებენ.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, დაცვის მხარეს ორი მოწმე ეყოლება წარმოდგენილი.
ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი.
მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.