The National: სირია აქტიურად ეძებს ინვესტიციებს





...
სირიამ ყოფილი პრეზიდენტის, ასადის, დამხობიდან ექვსი თვის განმავლობაში თითქმის 16 მილიარდი დოლარის ინვესტიცია და საერთაშორისო დახმარება მიიზიდა. ამის შესახებ ემირატული გამოცემა The National წერს. აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი ინვესტორი იყო ყატარული კომპანია UCC Holding, რომელიც სირიაში 1 გიგავატი სიმძლავრის 4 გაზის ელექტროსადგურის და ერთი მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე 7 მილიარდ დოლარს დახარჯავს.
გარდა ამისა, გაეროს განვითარების პროგრამამ შეიმუშავა სამწლიანი, 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების გეგმა ინფრასტრუქტურის აღსადგენად, სოციალური უსაფრთხოების ქსელის შესაქმნელად და ციფრული სტარტაპების მხარდასაჭერად. მარტში ბრიუსელში გამართული კონფერენციის შემდეგ, ევროპელმა დონორებმა ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის 6.5 მილიარდი დოლარის გამოყოფა დაჰპირდნენ. სპარსეთის ყურის ქვეყნები ასევე აქტიურად არიან ჩართულნი ქვეყნის აღმშენებლობაში.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, სირიას ეკონომიკის აღსადგენად 400 მილიარდი დოლარი სჭირდება. ამავდროულად, ახალი მთავრობის ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ რესტავრაციისთვის საჭირო თანხა შეიძლება 1 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდეს.