მანდატურებმა აქტივისტი ნინო დათაშვილი სასამართლოს შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს





...
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში დაპირისპირება იყო.
აქტივისტი ნინო დათაშვილი მანდატურებმა სასამართლოს შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
მანდატურის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ზვიად ცეცხლაძის და 7 პირის სასამართლო პროცესზე პიროვნებამ შესვლა სცადა, რასაც მანდატურის სამსახურის მხრიდან სიტყვიერი გაფრთხილება მოჰყვა, რომ პროცესზე შესვლა არ შეიძლებოდა.
მათივე თქმით, პირმა მანდატურს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან რეაგირება მოჰყვა.
მათ სასამართლოდან დაკავებული პირების ის მხარდამჭერების ნაწილი გააძევეს, რომლებიც პროცესს არ ესწრებოდნენ.