რუსებმა სუმის ოლქში უკრაინული ეკლესია დაბომბეს

სულ ნახვები :
104




...
კიდევ ერთი უკრაინული ეკლესია დაანგრიეს რუსმა ოკუპანტებმა. სუმის ოლქის სოფელ ხოტინში საჰაერო დარტყმის შედეგად ეკლესია დაზიანდა.
გუმბათი მიწაზე აგდია, ხატები კი ჩამსხვრეულ მინებს შორისაა. რუსებმა სოფელში სამი მართვადი საჰაერო ბომბი გაუშვეს.
„საკულტო შენობებზე თავდასხმებს ჰააგისკონვენციის დარღვევის ნიშნები აქვს“, - წერს უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე და იურისტი გუნდუზ მამედოვი, რომელიც რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვებით არის დაკავებული.