მეუფე გიორგი ჯამდელიანის ირგვლივ ისეთი ვითარებაა , რომ სრულიად მოსალოდნელია მსგავსი ტიპის სცენარს ჰქონოდა ადგილი - თეოლოგი

სულ ნახვები : 223
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

მეუფე გიორგი ჯამდელიანის ირგვლივ ვითარება ისე არის ერთმანეთში არეული, რომ სრულიად მოსალოდნელია მსგავსი ტიპის სცენარს ჰქონოდა ადგილი - აცხადებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მთავრობის მოქმედი წევრის მიერ, შესაძლო მოკვდინების ამბავზე.

თეოლოგი აღნიშნავს, რომ თავად მეუფე ჯამდელიანი დაახლოებულია მთავრობის უწყებებთან, ძალოვან უწყებებთან ასევე საქართველოში არსებულ რადიკალურ ჯგუფებთანაც. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, მან თავს უფლება მისცა გაეკეთებინა ისეთი კრიტიკული განცხადებები, როგორც ეს მოხდა მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით.

“ეს ძალიან მძიმე განცხადებაა, ნებისმიერი ადამიანის მკვლელობის დაგეგმვა მით უკეტეს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არის ძალიან საგანგაშო ფაქტი, ჩვენ სახეზე გვაქვს მაღალი იერარქის ლიკვიდაციის გეგმ, თუ კი ეს სიმართლეს შეესაბამება. 

მაგრამ მეორე, თავად მეუფე გიორგი ჯამდელიანის ირგვლივ ვითარება ისე არის ერთმანეთში არეული, რომ სრულიად მოსალოდნელია მსგავსი ტიპის სცენარს ჰქონოდა ადგილი.  თავად მეუფე იმყოფება ისეთ ეპარქიაში, რომელიც გამოირჩევა ტექნიკური და ეთნიკური სიჭრელით, იქ არის გარკვეული ძალაუფლების გადანაწილების სისტემა, ძალიან სპეციფიკური ლანდშაფტია, რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესი ერთმანეთს ეჯახება. თავად მეუფე ჯამდელიანი დაახლოებულია მთავრობის უწყებებთან, ძალოვან უწყებებთან ასევე საქართველოში არსებულ რადიკალურ ჯგუფებთანაც. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, ის თავს უფლებას აძლევს გააკეთოს ხოლმე კრიტიკული განცხადებები, როგორც ეს მოხდა ქალბატონი მზია ამაღლობელის დაკავებასთან დაკავშირებით, სადაც მან ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი წამოაყენა. ყველაფერი შესაძლებელია, ძალიან სამწუხაროა, რომ თავად არ თანამშრომლობს პროკურატურასთან და გამოძიებასთან”-თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.

ცნობისთვის, მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა, რომ „დღევანდელი მოქმედი მთავრობის წევრი“ „დავერბოვკებული“ მონაზვნის ხელით მის მოწამვლას გეგმავდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა