მიმდინარეობს ოჯახის წევრებზე ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი ჩემი შეჩერების მიზნით - მეუფე გიორგი ჯამდელიანი

სულ ნახვები :
204




…
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდება ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი:
“მსურს გავაკეთო საგანგებო განცხადება. მიმდინარეობს ოჯახის წევრებზე ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი ჩემი შეჩერების მიზნით. მიიღებენ საკადრის პასუხს!" - წერს მეუფე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა განაცხადა, რომ „დღევანდელი მოქმედი მთავრობის წევრი“ „დავერბოვკებული“ მონაზვნის ხელით მის მოწამვლას გეგმავდა.