რუსმა ტერორისტებმა კიევზე მასშტაბური იერიში განახორციელეს

სულ ნახვები : 160
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს. უკრაინის დედაქალაქის თავზე ცა კვლავ კვამლითაა დაფარული.

სამხედრო კორესპონდენტების ცნობით, ობიექტები ქალაქის შვიდ რაიონში დაბომბეს. კიევის ხელისუფლებამ მოსახლეობას ჰაერის ცუდი ხარისხის გამო გარეთ გასვლისგან თავის შეკავება ურჩია.

სამხედრო კორესპონდენტების ცნობით, დაზარალებულ ობიექტთა შორის იყო არტემის ქარხანა, რომელიც სპეციალიზირებულია სამხედრო პროდუქციის წარმოებაზე. დარტყმების სამიზნე ასევე გახდა საწყობები, ენერგეტიკული ობიექტები და სხვადასხვა სამხედრო-სამრეწველო საწარმოები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა