ბრძოლის იდეის ღალატი! - გიორგი ახობაძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე

სულ ნახვები : 133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სინდისის პატიმარი გიორგი ახობაძე, ციხიდან წერილს ქვეყნებს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრობს.

მისი თქმით, ამ არჩევნებში შესვლა არის ბრძოლის იდეის ღალატი.

„მუნიციპალურ „არჩევნებზე“:

სერიოზულად??? ბუნდოვანება გაქვთ? თვალებში შემოხედვას გაბედავთ?

მოდი მე ჩემ პოზიციას დავწერ, მერე ვეცდები კითხვები და არგუმენტები ჩამოვაყალიბო.

მუნიციპალური სკამების გადანაწილებაში (“არჩევნებში”) მონაწილეობა არის ამ ბრძოლის იდეის ღალატი!!! მეტად მძაფრი შეფასებისგან თავს შევიკავებ

1. ქართულ არჩევნებში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 2 მლნ ამომრჩეველი 3,5-დან. აქტივობა მერყეობს ხოლმე (უხეშად) 50-55% ფარგლებში. ანუ 1,5 მლნ (უხეშად) ამომრჩეველი არის idiotas, ჰკიდიათ საკუთარი ბედის განსაზღვრა ჰოდა… როცა ქოციალისტების ხელშია 1,5 მლნ-იანი “ორმო”, რომელიც სავსეა ხმებით, რით აპირებთ მაგის გადაჭარბებას? როცა ამომრჩეველთა ვერიფიკაცია ექსკლუზიურად ქოცების ხელშია და მასთან მიკარება უკვე აკრძალულია 2024-ის არჩევნებისგან განსხვავებით, რისი იმედი გაქვთ? კაპიტნების ქსელს აღარ იხმარენ?

2. საარჩევნო სისტემა? აი მათ გწერთ, ვინც ვერ ამბობს კი-ს ან არა-ს. მოდი ამომრჩეველთან გულწრფელები იყავით და რიცხვებში გაშალეთ, როგორ აპირებთ მაჟორიტარულ სისტემაში ქოცებთან მოგებას კარუსელის პირობებში?

3. 50+ პატიმარი ციხეში არ შეგაწუხებთ? ამაზე ბევრს არ დავწერ, უხერხულია ჩემგან. ერთს ვიტყვი - ჩვენ აქ უიდეო, სკამებზე მონადირე რეგიონული პარტაქტივისთვის არ ვსხედვართ! მაგისთვის არ ვიბრძვით. ქვეყანას სისტემური ცვლილებები ჭირდება!!! ლეღვის ფოთლები ხეებზეც გვყოფნის!!!

4. გიგა ბოკერიას გამოვეხმაურები, ფორმულაზე  - ხალხის პირისპირ-ში ვუსმინე. ცხადი პოზიცია ამ საკითხზე არაა აპრიორი მარცხის აღიარება. კაცმა არ იცის რამდენი თვე დაგვჭირდება გამარჯვების ფინიშამდე და გზაში უნდა ვიცოდეთ ვინ რას დასდევს, სკამებს საკრებულოებში, თუ ქვეყნის გასწორება/გადარჩენას.

5. სკამებზე მეტყვიან, მაგას რომ დავდევდეთ, არც პარლამენტიდან გამოვიდოდითო. მე ვუპასუხებ თქვენ არა, საპარლამენტო სიის 20-ეული არ დასდევთ, მაგრამ იმათ ტყვეობაში ხართ ვინც თბილისს გარეთ, მხოლოდ ბენეფისების გამო გყავთ შეკედლებული პარტიულ ინფრასტრუქტურაში. სიმართლე მწარეა, სიცხადე აუცილებელი!

6. ერთსაც ვიტყვი. ეს არაა ჩემი ემოციური პოზიცია ციხიდან. მე აქ რომ მოვხვდი, დიდი %-ით გააზრებულიც მქონდა და არავინ გაბედოს პატიმრის ემოციას მიაწეროს ჩემი ცხადი პოზიცია! აქ მოხვედრის რისკზე, დაჭერამდე ვლაპარაკობდი და შესაბამისი ვიდეო FB-ზე მიდევს და შეგიძლიათ ნახოთ! უბრალოდ მაინც მეგონა ასეთ სიგიჟემდე არ მივიდოდნენ. მეგონა რამდენიმე ძვლის მოტეხით გამოვძვრებოდი. არა უშავს, ესეც გაივლის და რუსები “დაილეწებიან”!!!

7. დიანა ტრაპაიძესთან მექნება თხოვნა (დიდი პატივისცემა ჩემგან. მაგრამ არ ვეთანხმები მის პოზიციას) მის 2 სტუმართან ერთად (დავით ზურაბიშვილი და პაატა ზაქარეიშვილი) იქნებ რიცხვებით ახსნან როგორ აპირებენ ამ სპეცოპერაციის (“არჩევნების”) მოგებას. დაუსრულებლად შემიძლია ამ თემაზე არგუმენტირება, მაგრამ სამწუხაროდ არ ვარ ამ სიტუაციაში, სადაც რეპლიკების საშუალება მექნებოდა ოპონენტებთან. ასე დავასრულებ:

ნუ გაებმებით შარლ მიშელ 2-ში. იქ სატყუარა მაინც იდო პუნქტების სახით და ამ ხაფანგში “ყველიც არ დევს” ჯერ.

სკამებს ვინც გამოეკიდება, ასეთ პოლიტიკოსებს დარწმუნებული ვარ მოქალაქეები გადაახდევინებენ პოლიტიკურ ფასს!", - წერს ახობაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა