ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიის ახალ ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობა შეინარჩუნა





...
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ოლეგ ბარციცის თქმით, სოხუმმა სირიის ახალ ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობა შეინარჩუნა.
"ჩვენ შეშფოთებითა და ყურადღებით ვაკვირდებოდით ტრანსფორმაციებს, რომლებიც ჩვენთვის მეგობრულ სირიის არაბულ რესპუბლიკაში მიმდინარეობდა. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ იქ აფხაზური და ადიღეური დიდი დიასპორა ცხოვრობს. სირიაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მასშტაბური ტრანსფორმაციების მიუხედავად, ჩვენ შევინარჩუნეთ დიპლომატიური ურთიერთობა. ჩვენი წარმომადგენლობა ფუნქციონირებას აგრძელებს, გვაქვს კონტაქტი თანამდებობის პირებთან. თანამშრომლობას მომავალშიც განვავითარებთ. პატივისცემით ვეკიდებით სირიელი ხალხის არჩევანს და მზად ვართ თანამშრომლობისთვის." - თქვა ბარციცმა РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში.