ეს ყველაფერი გამოწვეულია შიდა კლანური დაპირისპირებიდან და სანქციებიდან - ლევან სანიკიძე შსს-ზე

სულ ნახვები : 107
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ეს ყველაფერი გამოწვეულია შიდა კლანური დაპირისპირებიდან და სანქციებიდან - ასე აფასებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე შსს-ში საკადრო ცვლილებებს.  

მისი თქმით, პროტესტი მუშაობს და შესაძლებელია ოპოზიციის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში “ქართული ოცნება” ისეთ დათმობებზე წავიდეს, როგორიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები და თავისუფალი ცესკო.

„ეს მაინც ძალიან დიდი დარტყმაა “ქართული ოცნებისთვის”. შსს-ში ყოველთვის მტკივნეულად უყურებენ მსგავსი ტიპის გადაადგილებას, მითუმეტეს ხარება არ იყო რიგითი ფიგურა არა მხოლოდ შიგნით, არამედ გარეთ, ელექტორალური თვალსაზრისითაც კი, რომელიც იყო მთავარი შემსრულებელი და ზონდერი “ქართული ოცნების” რეჟიმის. ეს ყველაფერი გამოწვეულია შიდა კლანური დაპირისპირებიდან და სანქციებიდან გამომდინარე. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ სანქცია მუშაობას, ამას გავლენა არ აქვს, ფაქტია მაინც ის, რომ ყველა პირი, რომელიც სანქცირებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის დღეს ბატონი ხარაზიშვილი. შეუძლებელია ამ სანქციების გვერდის ავლა და დასავლეთთან რაიმე ელემენტარული კომუნიკაციის წარმოება იქამდე, სანამ ეს ადამიანები იკავებენ ხელისუფლებას და როდესაც ეს მდგომარეობა გვაქვს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში შესაძლებელია “ქართული ოცნება” ისეთ დათმობებზე წავიდეს, როგორიც არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები და თავისუფალი ცესკო.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა