დეზინფორმაცია და პრიმიტიული ტყუილები - შალვა პაპუაშვილი ბოკუჩავას განცხადებაზე

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ოპოზიციისგან რაიმე იდეა, თემა მოგისმენიათ? ერთადერთი არის ის, რომ რამენაირად თვითვიქტიმიზაცია მოახდინონ და ესეც ერთ-ერთი მცდელობაა - განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას  განცხადების შესახებ,  რომელიც მის მეუღლის, კოტე იოსელიანის გატაცებასა  და უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის მოხდის ვიდეოს ჩაწერა უკავშირდება.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის დეზინფორმაცია და პრიმიტიული ტყუილები, რასაც გამოძიება დაადგენს. 

„გამოძიება დაიწყო. ყველაფერი ამ მხრივ ჩვენს ინტერესშიცაა, რომ ასეთი დეზინფორმაცია და პრიმიტიული ტყუილები, რომლითაც ცდილობენ რაიმენაირად მიიპყრონ უცხოელების ყურადღება, არ დარჩეს ჰაერში გამოკიდებული. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაცლილია... ოპოზიციისგან რაიმე იდეა, თემა მოგისმენიათ? ერთადერთი არის ის, რომ რამენაირად თვითვიქტიმიზაცია მოახდინონ და ესეც ერთ-ერთი მცდელობაა. ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს, აგერ გამოძიება არის და საბოლოოდ, ყველაფერი ითქმება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა