ბათუმის დინამომ ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე ნამუსი მოწმინდა

სულ ნახვები : 23
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე ნამუსი ბათუმის დინამომ მოწმინდა. თუმცა, რატომ მოწმინდა – ძალიან სწორი და გამართული ფეხბურთი აჩვენა ბელარუსულ ბატე-სთან და სტუმრად 4:1 მოუგო.

არადა, ზღვისპირელებს შინ 0:1 ჰქონდათ წაგებული, ბორისოვოში კი, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, მეკარის შეცდომის შედეგად გოლიც გაუშვეს და საერთო ჯამში უკვე ორი ბურთით ჩამორჩნენ.

დარჩენილი იყო 45 წუთი, რა დროშიც გია გეგუჩაძის გუნდს მინიმუმ ორი გოლი უნდა გაეტანა, რათა თამაში დამატებით დროში გადაეყვანა. მეტიც შესძლეს: შესვენების შემდეგ მალევე მამუჩაშვილმა პენალტით გაათანაბრა; 10 წუთში უკვე ჯოვინო ფლამარიონმა წინ გაიყვანა დინამო და მინიმუმი შესრულებული იქნა; თუმცა, მარტო ჩვენი ფეხბურთელები არ ცდებიან – 74-ე წუთზე აზაროვის შორიდან დარტყმული ბურთი ბელარუსთა მეკარემ მარტივად გაატარა; მატჩის მიწურულს კი, ფანცულაია კონტრშეტევაზე გაიქცა, ცენტრიდან მეკარის საჯარიმომდე ირბინა და საბოლოო წერტილი დასვა.

ახლა ბათუმის დინამო კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მეტოქე კი თურქული სივასსპორი იქნება. მატჩები 5 და 12 აგვისტოს გაიმართება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები