ეს არ არის პროცესი, რომელიც მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული - ბოჭორიშვილი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე





...
ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს დიდწილად დამოკიდებულია როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პოზიციებზე, - ამის შესახებ დღეს, 10 ივნისს „ქართული ოცნების“პარლამენტის წარმომადგენელმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაჩქარებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის.
„უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად და, ზოგადად, პოლიტიკურად, ამ პროცესის წარმატებით დასასრულებლადაც. ეს რა თქმა უნდა, არის ორმხრივი პროცესი.
ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს დიდწილად დამოკიდებულია როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პოზიციებზე. ბუნებრივია, ცალმხრივად ამ პროცესის წარმოჩენა არასწორია და არ არის მართებული. ეს არ არის პროცესი, რომელიც მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული. დიდწილად ეს არის დამოკიდებული ევროკავშირისა და ნატო-ს მხარეზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.