ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) სავარაუდო მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გიორგი შინჯიკაშვილი ამხილეს

სულ ნახვები : 278
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ, ეპისკოპოსს გიორგის (ჯამდელიანი) სავარაუდო მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გიორგი შინჯიკაშვილს, რომელიც 12 მაისამდე ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ზიარება აუკრძალა.

"ბრალდებულ ბატონ გ.შ, გულწრფელ სინანულამდე, აეკრძალოს წმინდა და საღვთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში, დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის, ბასილი კესარიელის 56-ე დადგენილებას და ოცი წელი დაჰყოს უზიარებელმა", - წერია ოქმში.

ეპარქიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განაჩენი მონაზონ თეკლა კუბლაშვილისა და სხვა ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა გამოტანილი.

შეგახსენებთ, ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) 8 ივნისს თქვა, რომ სავარაუდოდ, გიორგი შინჯიკაშვილი მონაზვნის ხელით მის მოწამვლას გეგმავდა. ამის შესახებ მან წირვის დასრულების შემდეგ ქადაგების დროს ისაუბრა.

სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

ეკისკოპოსის  თქმით,  ის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა