ციფრულ სივრცეში ცენზურის დაწესება კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას - „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ქართული ოცნება“ ყველა მექანიზმს იყენებს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დევნისა და დასჯისთვის- აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც ეხმიანება  ივანიშვილის პარტიის მორიგ რეპრესიულ ნაბიჯს, რომელიც ფრაქციის წევრთა „შეურაცხყოფის კამპანიის” საბაბით ადმინისტრაციულ სარჩელს გულისხმობს. 

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში პოლიტიკურ გამოხატვას სიძულვილის ენის პროპაგანდის პრევენციის მიზნით ზღუდავენ, თუმცა SJC მიუთითებს, რომ შეურაცხმყოფელი გამოხატვა ყველა შემთხვევაში არ გულისხმობს სიძულვილის ენის გამოყენებას, მით უფრო, მაშინ, როდესაც მისი შინაარსი პოლიტიკური თანამდებობის პირს მიემართება და გამოხატვის ფარგლებიც შესაბამისად უფრო ფართოა.

„აშკარაა, რომ სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პოსტების მიმართ ცენზურის დაწესება და ამ საფუძვლით მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ამ საქმეების წარმოების ტენდენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მექანიზმს იყენებს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დევნისა და დასჯისთვის“, - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა