30 ივლისი: ქართველთა განრიგი ოლიმპიურ თამაშებზე

სულ ნახვები : 38
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პირველად სტარტზე ნინო სალუქვაძე გავა. 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლაში შეჯიბრი 04:00 საათზე დაიწყება. უფრო სწორად, 29 ივლისს დაწყებული გაგრძელდება.

სამი სერიის შემდეგ სალუქვაძე 291 ქულით მე-7 პოზიციაზეა. მონაწილეები ამჯერად სამ სერიას სწრაფ სროლაში გაივლიან და ჯამური ქულებით გაირკვევა ის 8 სპორტსმენი, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

30-შივე, მოგვიანებით, ფინალური ეტაპიც გაიმართება, რომელიც 09:00 საათზე არის ჩანიშნული.

მედლისთვის უნდა იბრძოლოს ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში გამოვა. თუშიშვილი პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი, ტაჯიკი ტემურ რახიმოვსა და კუბელ ანდი გრანდას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წესით და რიგით, თუშიშვილი ნახევარფინალამდე უნდა მივიდეს. იქ კი, სერიოზული გამოცდა ელის – სავარაუდოდ, ფრანგი ტედი რინერი.

ძიუდოსიტების ტურნირი 06:00 საათზე დაიწყება.

მედლის მოპოვებას შეეცდება მოკრივე ესკერხან მადიევიც (67კგ), რომელსაც საამისოდ ერთი გამარჯვება აშორებს. თუმცა, მეტოქეც არანაკლებ სერიოზულის – 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი  ანდრეი ზამკავოი. თუმცა, უკვე ასაკოვანი – 34 წლის.

მადიევი და ზამკავოი რინგზე 13:51 საათზე გავლენ, ხოლო გამარჯვებული ნახევარფინალში იასპარეზებს, რაც გარანტირებული ბრინჯაოს მედალია.

ოლიმპიადაზე ჩაერთვებიან ქართველი მძლეოსნები და ამას ბირთვის მკვრელი სოფო შათირიშვილი გააკეთებს. ქალთა შორის საკვალიფიკაციო ეტაპი 14:25-ზე დაიწყება. სოფო შათირიშვილი B ჯგუფშია. ფინალში გასასვლელად საკმარისია ბირთვი 18.80 მეტრზე გადააგდოს. შათირიშვილის საუკეთესო მაჩვენები კი, 18.74 მეტრია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები