მელია სააკაშვილის ჩამოსვლაზე – მისი გადასაწყვეტია საკითხები, რომელიც მას ეხება

სულ ნახვები : 339
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ მას გადაწყვეტილება პოლიტიკურ სვლებთან  დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილთან არ შეუთანხმებია. მელიას თქმით, ის თავად არის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ამიტომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ამის შესახებ  მელიამ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" თქვა.

მიხეილ სააკაშვილი  არის მიხეილ სააკაშვილი და ნიკა მელია არის ნიკა მელია, რატომ უნდა შემეთანხმებინა მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, არც მიშას ეწყინება. პარტიას რაც შეეხება, იყო უდიდესი სურვილი რომ ამ გზას დავდგომოდით ყველანი ერთად, ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული არ არის", - თქვა ნიკა მელიამ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა სააკაშვილი საქართველოში მართლა ჩამოვიდეს უახლოეს მომავალში, მელია პასუხობს, რომ ინფორმირებული არ არის, თუმცა ეს საკითხი "საფრთხილოა".

არ ვიცი, მისი გადასაწყვეტია საკითხები, რომელიც ეხება მას", - პასუხობს მელია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა