სწორი ნაბიჯი უნდა გადადგას და დაუყოვნებლივ გადადგეს - დევიდ კრამერი ირაკლი ღარიბაშვილზე

სულ ნახვები : 199
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სწორი ნაბიჯი უნდა გადადგას და დაუყოვნებლივ გადადგეს , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ვფიქრობ, იმ პირობებში, თუ პრემიერი დარჩება თავის თანამდებობაზე, იქნება შეშფოთებები [თვითმმართველობის] არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვინ უნდა ჩაანაცვლოს პრემიერი, მაგრამ მან თავისი ქმედებებით, რიტორიკითა და ქცევით, ანახა ის, რომ იგი არ არის შესაბამისი პიროვნება, რომ საქართველომ იმოძრაოს სწორი მიმართულებით. მან სწორი ნაბიჯი უნდა გადადგას და გადადგეს დაუყოვნებლივ. მე მწამს, რომ ასე უნდა მომხდარიყო თებერვალში, ორი კვირის წინაც ასე უნდა მომხდარიყო პრაიდთან დაკავშირებით საშინელი ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო. ქართული ოცნების გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, გახლავთ ის მიზეზი, რის გამოც უნდა გადადგეს პრემიერი", – განაცხადა დევიდ კრამერმა "ფორმულასთან" ინტერვიუში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა