სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, როგორც არასდროს - კობახიძე

სულ ნახვები : 219
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი, – ამის შესახებ ოცნების პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და პარტნიორობა.

„დღეს, ამ ულამაზეს ქვეყანაში და ამ ულამაზეს ქალაქში აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის დღე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქართველს განსაკუთრებული სიამაყით გვავსებს, რადგან ის გვახსენებს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ამ ბრძოლას უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. დამოუკიდებლობა არის ის, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და სიამაყით ვიმეორებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის 3 000 წლის, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის 23-საუკუნოვანი ისტორიის. საქართველო, რომელიც არის ძალიან პატარა ქვეყანა, ისტორიულად ყოველთვის იმყოფებოდა იმპერიების გზაგასაყარზე. ასეთ პირობებში ჩვენთვის ძალიან რთული იყო დამოუკიდებლობის შენარჩუნება, მაგრამ ქართველმა ერმა არაერთგზის გამოავლინა გაუტეხელი სული და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ, ურთულესი ისტორიის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება.

ჩვენ დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, თუმცა ასევე გვესმის, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობის შენარჩუნება დაკავშირებულია მუდმივ ბრძოლასთან, ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენ დღესაც ვართ მზად, მთელი შემართებით დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი სუვერენიტეტი. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან ურთიერთობა და პარტნიორობა. ჩვენ ვამაყობთ იმ ურთიერთობებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის. ვამაყობთ მეგობრული ურთიერთობებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ ხალხსა და იტალიელ ხალხს შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა