მეხანძრე-მაშველებმა 5 წლის ბავშვი მდინარეში დახრჩობას გადაარჩინეს

სულ ნახვები : 193
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

მეხანძრე-მაშველებმა 5 წლის ბავშვი გადაარჩინეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.

მაშველებმა ბავშვი მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით იპოვეს.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.

ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად”-ვკითხულობთ განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა