"ქართული ოცნება" საერთაშორისო ნდობას კარგავს - ანდრიუს კუბილიუსი

სულ ნახვები : 153
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ქართული ოცნება" საერთაშორისო ნდობას კარგავს და სამწუხაროდ, იგივე ხდება საქართველოსთან დაკავშირებითაც – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კუბულიუსის თქმით, ის ვერ ხედავს, თუ როგორ ეხმარება ეს ნაბიჯი  პოლარიზაციის შემცირებას და პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფას საქართველოში.

"ქართული ოცნება" საერთაშორისო ნდობას კარგავს და სამწუხაროდ, იგივე ხდება საქართველოსთან დაკავშირებითაც. მმართველი პარტიის გამოსვლა ძლივს მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებიდან ცუდ სიგნალს იძლევა. ვერ ვხედავ, ეს ნაბიჯი როგორ ეხმარება პოლარიზაციის შემცირებას და პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფას. საერთაშორისო პარტნიორები მზად არიან დაეხმარონ საქართველოს ევროპული რეფორმების გზაზე, ევროკავშირმა ეს აჩვენა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი ხელმძღვანელობით... 19 აპრილის შეთანხმებამ არჩევნების მომზადებას კარგი საფუძველი ჩაუყარა. ახლა კი სიცარიელეა. ვიმედოვნებ, ყველა მხარეს ესმის, რომ გაზრდილი დაძაბულობა ქვეყნის მომავალსა და ევროპული რეფორმების მიმართულებით პროგრესს სასწორზე დებს და მოძებნიან უთანხმოებების გადალახვის გზას", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები