ავარია ყვარლის სოფელ ახალსოფელში – გარდაცვლილია ერთი პირი

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემხვერპლა.

“ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. მძღოლი მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა