სოჭში აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა დააკავეს





...
სოჭში აფხაზი ოპოზიციონერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ადგურ არძინბა დააკავეს. არძინბა სოჭის ადლერის რაიონის პოლიციის დეპარტამენტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დაიბარეს. მას ბრალი წაუყენეს მანქანის მართვაში, მაშინ როდესაც პოლიტიკოსს მანქანის მართვის უფლება ჩამოერთვა. ეს აპრილში გახდა ცნობილი, როდესაც არძინბამ სახელმწიფო საზღვარი მდინარე ფსოუს გასწვრივ გადაკვეთა.
დაჩქარებული წესით ჩატარებული სასამართლო პროცესის შემდეგ, ოპოზიციონერს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. შეგახსენებთ, რომ ადრე რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ სხვა ცნობილ ოპოზიციურ ფიგურებს, როგორებიც არიან კან კვარჩია და ლეონ მიქაა. არძინბასთან ერთად ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში, რამაც 2024 წლის ნოემბერში ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომა გამოიწვია. სხვათა შორის, რატომღაც, თავად არძინბას რუსეთის მოქალაქეობა არ ჩამოერთვა.
არძინბას ნათესავები და თანამოაზრეები ტერორიზმის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულები არიან. ის დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნების დღეს არაკიჩში (ოჩამჩირის რაიონი), მახადირში, ცანდრიფშსა და გიაჩრიფშში (გაგრას რაიონი) რამდენიმე საარჩევნო უბანზე თავდასხმების შემდეგ. თავდასხმებში 10 კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი მებრძოლი მონაწილეობდა, რომელთაგან ზოგიერთი უკვე დაკავებულია რუსეთის და რუსეთის მიერ დროებით ომუპირებული აფხაზეთის სპეცსამსახურების მიერ. რამდენიმე ადამიანი კვლავ იძებნება.