დააკავეს „სტომატოლოგი“, რომელიც ორი წლის განმავლობაში პაციენტებს Google-ის ინსტრუქციების გამოყენებით „მკურნალობდა“

სულ ნახვები :
275




...
ჩეხეთში დააკავეს 22 წლის „სტომატოლოგი“, რომელიც ორი წლის განმავლობაში პაციენტებს Google-ის ინსტრუქციების გამოყენებით „მკურნალობდა“.
მედიის ცნობით, განათლების არმქონე მამაკაცმა ჰავლიჩკოვ ბროდში კლინიკა გახსნა და ათობით პროცედურა ჩაატარა: ამოიღო კბილები, გაუკეთა ანესთეზია და რთული ოპერაციებიც კი ჩაატარა - ყველაფერი ეს ინტერნეტში ნაპოვნი ინსტრუქციების საფუძველზე.
მას ეხმარებოდა 50 წლის ექთანი, რომელსაც ჰქონდა წვდომა მედიკამენტებსა და სტომატოლოგიურ მასალებზე. ორწლიან „მუშაობაში“ ჯგუფმა დაახლოებით 185 ათასი დოლარი გამოიმუშავა.
ახლა ორივეს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.