ნიკა მელიას განაჩენს 25 000 ლარიანი ჯარიმა დაემატა

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, განაჩენს 25 000-ლარიანი ჯარიმა დაემატა.

როგორც პროკურორი ნათია თათიაშვილი განმარტავს, ნიკა მელიას 2019 წელს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და სასჯელის სახით 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რაც მას გადახდილი არ ჰქონდა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ გამოიტანა განაჩენი დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, განაჩენის სახით მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ასევე 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამავდროულად, ვინაიდან სახეზე განაჩენთა ერთობლიობა იყო, რადგან 2019 წლის განაჩენით ნიკანორ მელიას განსაზღვრული ჰქონდა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, ეს განაჩენი აღუსრულებელი იყო, ჯარიმა გადახდილი არ ჰქონდა, მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება, სახეზე იყო განაჩენთა ერთობლიობა, შესაბამისად, აღნიშნული განაჩენი დაემატა დღევანდელ განაჩენს",- განაცხადა თათიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 27 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას, 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, ასევე აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ფოტო კომენტარი ► Მეტის ნახვა