მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ფასები გაორმაგებულია - ვატო სურგულაძე

სულ ნახვები : 101
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ფასები გაორმაგებულია  - ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს წევრმა, ვატო სურგულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მკურნალობის ფასები იმდენად არის გაზრდილი, რომ ადამიანები, სერიოზული პრობლემის შემთხვევაში, უცხოეთში ამჯობინებენ მკურნალობას.  

„ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში გაორმაგდა მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ფასები. კონკრეტულად, ტკივილგამაყუჩებლების ფასები გაიზარდა 250 პროცენტით. კონსულტაცია თერაპევტთან 100 პროცენტზე მეტით არის გაზრდილი, ასევე ვიწრო სპეციალისტები... ბამბის ფასიც კი არის 60 პროცენტით გაზრდილი. ანტიბიოტიკები, რომელიც ყველაზე საჭიროა ალბათ მძიმე დაავადებების დროს 70 პროცენტით გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 10  პროცენტით არის  გაზრდილი სტაციონელრული მომსახურება, ადამიანები, რომლებსაც სერიოზული პრობლემა აქვს, ყველა მიდის უცხოეთში თურქეთი, გერმანია, ისრაელი, ავსტრია. აი, ეს არის საკითხი. როგორ გამოსწორდეს? გამოსწორედბის გზა არის ერთადერთი, ჯანდაცვა და მედიცინა უნდა გახდეს პრიოტიტეტი, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება“, - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები